პროექტი




როგორ გავაცნო უცხოელს ჩემი ქალაქი?
მოსწავლეებს შევთავაზებ პროექტს ,,როგორ გავაცნო ჩემი ქალაქი უცცხოელს?" იგი მოიცავს დაახლოებით 1 თვეს. მასალას სჭირდება კვლევა-ძიება, დახარისხება, ფოტომასალის მომზადება, პრეზენტაცია, მარტივი რუკების შედგენა.
ვფიქრობ, მოსწავლეთათვის საინტერესო აღმოჩნდება საკუთარი ქალაქის შესახებ მასალის შეგროვება.
დაისვა კითხვები: რა ვიცით ქალაქის სახელწოდების შესახებ? რა ვიცით მისი ისტორიის შესახებ? სად მდებარეობს ქალაქი (საქართველოს რომელკუთხეში)რა როლს ასრულებდა ქართული კულტურის განვითარებაში? როგორ შეიძლება საინტერესო გავხადოთ ის უცხოელი ტურისტისთვის?
მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან საკუთარი ქალაქის ისტორიასა და კულტურას, შეეცდებიან სხვათა დაინტერესებასაც. შეადგენენ ქალაქის მარტივ გეგმას, გააკეთებენ ჩანახატებს, მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჟურნალს, მოაწყობენ გამოფენასა და შემოქმედებითი საღამოსაც.
მიზნები და შედეგები: ამ პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: ქართული_ საინფორმაციო ტექსტის შედგენა, კვლევის და ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება, ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება; ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა, გაგება და თვითგამოხატვა, მსჯელობის უნარის განვითარება; ისტორია_ ისტორიული ძეგლების შესწავლა, ქალაქის წარსულის გაცნობა; გეოგრაფია_ მარტივი, ტოპონიმიკური რუკის შედგენა; ხელოვნება_ ქალაქის არქიტექტურის ნიმუშების შესწავლა ძვ. ბოლნისის ( ჯერ კიდევ შემორჩენილი სახლების) მაგალითზე, ფიროსმანის ტილოებზე გაცოცხლებული ქალაქი;
საინფორმაციო ტექნოლოგიები_ ინფორმაციის მოპოვება, ნამუშევრების დემონსტრირება.
შეფასების საგანი და პროცედურები : პრეზენტაცია_ პრეზენტაციისათვის წინასწარ მომზადება (მასალის შეგროვება, შერჩევა, გადამოწმება, დამხმარე საშუალებების მოძიება). მიზნის, თემისა და აუდიტორიის განსაზღვრა. საკითხის გარშემო მსჯელობა. მოსაზრებების არგუმენტებითა და ფაქტებით გამყარება. აუდიტორიის რეაქციაზე ადეკვატური პასუხი. თხრობისას თანამიმდევრობისა და ლოგიკური გამართულობის დაცვა. შემოქმედებითობა.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: განასხვავებენ საინფორმაციო, მხატვრულ და სამეცნიერო ტექსტებს. იციან რა არის ინტერვიუ, როგორ იწერება საგაზეთო სტატიები.
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო: ენციკლოპედია, ციფრული ფოტოაპარატი, ინტერნეტი...ლექსიკონი.
სასწავლო პროექტის მსვლელობა: პირველი გაკვეთილი _ ჩამოვაყალიბდება ჯგუფები სავარაუდოდ ეს მოხდება ჯვარედინი გადათვლის შედეგად,შემდეგ კენჭისყრით დანაწილდება სახელები( საგანთა მიხედვით: ქართული, გეოგრაფია, ხელოვნება, ისტორია) ჯგუფებს მიეცემათ დავალებები საგნების მიხედვით. სამუშაო დრო 1კვირა. ჯგუფები შეარჩევენ სახელებს. მაგ: ლიტერატორები, ჟამთაღმწერები, მოგზაურები, ხელოვანები.
მეორე გაკვეთილი _მოსწავლეები ახარისხებენ ინფორმაციას: აკლებენ რაც ზედმეტია. ერთმანეთს სხვებს სთავაზობენ იმას, რაც მათ გამოადგებათ.
მესამე გაკვეთილი _აკეთებენ მოხსენებას პრეზენტაციისთვის.
მეოთხე გაკვეთილი _პროექტის წარდგენა. მასწავლებელი თავად საუბრობს რა იყო ამ პროექტის მიზანი (5წთ.) შემდეგ ჯგუფები იწყებენ პრეზენტაციას. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დრო 7-8წთ. მოეწყობა ლიტერატურული საღამო: ,,იცნობდე შენს ქალაქს და გააცანი სხვასაც"
მოწვეულ იქნებიან ამ ქალაქში მცხოვრები პოეტები და მხატვრები,სხვა ცნობილი ხელოვანი ადამიანები.
მოეწყობა გამოფენა, როგორც მოპოვებული ძველი და ახალი ბოლნისის ფოტოების, ისე მოსწავლეთა ჩანახატების.

შეფასების რუბრიკა: პრეზენტაცია
კრიტერიუმები: 1 გამართული და სწორი მეტყველება,2სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა, 3.თვალსაჩინოებების გამოყენება, 4.დრო.
ინდიკატორები: ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი. მეტნაკლებად იცავს მართლმეტყველების ნორმებს; საუბრობს გამართულად. იცავს მართლმეტყველების ნორმებს; საუბრობს გამართულად. მეტყველებს სწორად და გამართულად. უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა. მეტნაკლებად გამოთქვამს თავის სათქმელს და გადმოსცემს გასაგებად. შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა; საუბარობს გასაგებად. ნათლად და ლაკონურად გადმოსცემს სათქმელს, ; ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას. მეტ-ნაკლებად ახერხება აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს. კარგად იყენებს თვალსაჩინოებებს აუდიტორიასთან კონტაქტისას. ვერ იცავს დროის ლიმიტს. მეტ-ნაკლებად იცავს დროის ლიმიტს. იცავს დროის ლიმიტს. იცავს დროის ლიმიტს.

Комментариев нет:

Отправить комментарий